2016 წლის 17 სექტემბერს, ქ. გორში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) პირველი დახმარების გუნდებს შორის პირველი დახმარების შიდა ჩემპიონატი ჩატარდა.
შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება და მონაწილეებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულად გამოსცადონ თავი, შეაფასონ და გააუმჯობესონ როგორც საკუთარი, ისე სხვა მოხალისეთა პირველი დახმარების ცოდნა და უნარები.
2000 წლიდან წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია და ეროვნული საზოგადოებები, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, სექტემბრის თვის ყოველ მეორე შაბათ დღეს აღნიშნავს პირველი დახმარების მსოფლიო დღეს.
2016 წელს, პირველი დახმარების მსოფლიო დღის თემა უკავშირდება ბავშვებისთვის პირველი დახმარების სწავლებას და ბავშვების მიერ პირველი დახმარების აღმოჩენის პროპაგანდას. „პირველი დახმარების სწავლება ბავშვებისთვის - ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ბავშვების მიერ“.ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს პირველი დახმარების მოხალისეთა გუნდებმა სწჯს-ის 9 ფილიალიდან (გორი, თბილისი, გარდაბანი, ახმეტა, ამბროლაური, ბათუმი, ქუთაისი, სენაკი და ზუგდიდი). დღის განმავლობაში, თითოეულმა გუნდმა მოახდინა რეაგირება სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაზე, წინასწარ შედგენილი სცენარით მიხედვით. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით კი დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.
2016 წელს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა სწჯს-ის გორის პირველი დახმარების გუნდი.ღონისძიება ჩატარდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ, სწჯს-ის გორის ადგილობრივი ორგანიზაციის მასპინძლობით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით.