2017 წლის 6 ნოემბერს, ანტალიაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევართვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე მმართველ საბჭოში იქნა არჩეული. იგი მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის მმართველ საბჭოში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას წარმოადგენს. წჯ/წნ საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მის შემადგენლობაში შედის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, 5 ვიცეპრეზიდენტი და 20 ქვეყნის წარმომადგენელი 4 კონტინენტიდან. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება პირველად გახდა ამ საბჭოს წევრი მისი არსებობის ისტორიაში, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩვენი ეროვნული საზოგადოებისთვის. გილოცავთ ყველას ამ დიდ წარმატებას!