2018 წლის 15-19 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დელეგაცია და ორგანიზაციის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით მიწვეულ იქნა ირანში. 2017 წლის 6 ნოემბერს, ქ. ანტალიაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს წითელი ჯვრისა და ირანის ნახევარმთვარის საზოგადოებებს შორის, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა აღნიშნული შეხვედრა. სწჯს წარმომადგენლებმა მოინახულეს ირანის წითელი ნახევრამთვარის კრიზისების მართვის ცენტრი, სადაც გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიას, რომელიც პირდაპირ რეჟიმში გადმოსცემს ნებისმიერი სახის ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებს. გარდა ამისა, მათ დაათვალიერეს ირანის ეროვნული საზოგადოების სხვადასხვა სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. ვიზიტის ფრაგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ეროვნული საზოგადოებების პრეზიდენტებს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაძლიერებას კატასტროფების მართვის კუთხით, ასევე თანამშრომლებისა და მოხალისეების გადამზადებას საერთაშორისო გამოცდილების გაზარების გზით. ირანის ნახევარმთავრის პრეზიდენტმა დახმარების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა ბუნებრივი კატასტროფების დროს. სწჯს-ის დელეგაცია ესტუმრა ქ. ისპაჰანს, სადაც მოინახულა რეაბილიტაციის ცენტრი და დაიგეგმა ერთობლივი პროექტები.