საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2018 წლის 8 ივნისს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით , ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკისა და მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკის მხარდაჭერით, კომპანია კარფურთან ერთად მოაწყო აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, რომელიც მიეძღვნა სისხლის დონორთა მსოფლიო დღეს, რომელიც აღინშნება 14 ივნისს. კომპანია კარფურის თანამშრომლებმა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად აქტიური მონწილეობა მიიღეს ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგის უანგაროდ შევსებაში. აქციის ფარგლებში ასევე მოეწყო პირველი დახმარების საჯარო ჩვენება,სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პირველი დახმარების შესახებ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის კომპანია კარფურის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისათვის და აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის.