საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა 2018 წლის 13-14 აგვისტოს, ამავე წლის 5 ივლისს სტიქიით დაზარალებული ჭუბერის თემის მოსახლოების საჭიროებების დეტალური შეფასება ჩაატარეს. დაზარალებულ 160 ოჯახს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავრის საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფეფბზე რეაგირების საგანგებო ფონდიდან (DREF) გადაეცემა ჰუმანიტარული დახმარება, კერძოდ, სასურსათო და ჰიგიენური ამანათები, სამზარეულოს ნაკრები, ლეიბები და საბნები.