24-26 აგვისტოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატრა სამ დღიანი ინოვაციური ბანაკი ატენის ხეობაში. ბანაკი ჩატარდა გორსა და სამტრედიაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისა და მოხალისეებისათვის. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც შემეცნებით ისე გასართობ ღონისძიებებში, სადაც ეწყობოდა პრეზენტაციები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანოებების, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფუძემდებლური პრინციპების შესახებ, ასევე მოწვეულმა ტრენერმა ჩაატარა სესია ლიდერული უნრჩვევების,დროის მართვის და ეფექტური კომუნიკაციის შესახებ. საღამოები გაჯერებული იყო კულტურული და გასართობი ღონისძიებებით. ახალგაზრულმა ბანაკმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა შეესწავლათ ჯგუფური მუშაობა, გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის ცოდნა და გამოცდილება, შეესწავლათ ჯგუფური მუშაობა, რამაც ხელი შეუწყო მათ დამეგობრობას.