2018 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ქალბატონი ნათია ლოლაძე ამა წლის 5 ივლისს სტიქიით დაზარალებულ ჭუბერის თემის მოსახლეობას ეწვევია და ჰუმანიტარულ დახმარება გადასცა. დაზარალებულ 160 ოჯახს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავრის საერთაშორისო ფედერაციის კატასტროფეფბზე რეაგირების საგანგებო ფონდიდან (DREF) გადაეცა ჰუმანიტარული დახმარება, კერძოდ, სასურსათო და ჰიგიენური ამანათები, სამზარეულოს ნაკრები, ლეიბები და საბნები. აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილეობა მიიღეს კატასტროფებისათვის და კრიზისებისთვის მზადყოფნის დელეგატმა ნებოშა მედოევიჩმა და აგრეთვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.