8 სექტემბერს მზიურის პარკში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 100 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. აგრეთვე გაიმართა პირველი დახმარების ღია ჩვენება, რადგან 2000 წლიდან წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია და ეროვნული საზოგადოებები, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, აღნიშნავს პირველი დახმარების მსოფლიო დღეს თბილისსა და რეგიონებში