8 სექტემბერს გორის წითელი ჯვრის მოხალისეებმა და თანამშრომლებმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იუბილის აღსანიშნავად მოხატეს ქალაქ გორის სადგურის დასახლებაში არსებული კედელი. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა პროექტის"ახალგაზრდობის ძალა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გორის მუციპალიტეტში იძულებით გადადგილებული ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.