2018 წლის 3-9 სექტემბერს საქართველოში, დაბა ბაკურიანში, ჩატარდა საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თემის მოხალისეებმა. საზაფხულო სკოლა მიზანად ისახავდა ბანაკში ჩართული მოხალისეების ცოდნის გაღრმავება კატასტროფების მართვაში, ფსიქოსოციალურ დახმარებასა და პირველ დახმარებაში, აგრეთვე მათთვის ახალი უნარ ჩვევების გამომუშავება, როგორიცაა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევევბი, ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ. ბანაკმა ხელი შეუწყო მეზობელი ქვეყნების მოხალისეთა დამეგობრებას, რაც უზრუნველყოფს სამომავლო ეფექტურ თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციების დროს. საზაფხულო ბანაკი ჩატარდა პროექტის „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება“ მეორე ფაზის ფარგლებში, რომელსაც ანხორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავსტრიის განვითარების კოოპერაციისა და ავსტრიის წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით.