საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სიმულაციური ვარჯიშები 2018 წლის 11-12 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებზე რეაგირების გუნდის სიმულაციური ვარჯიშები რუსთავსა და თბილისში. სიმულაციურ ვარჯიშებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა და თანამშრომლებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ავსტრიის წითელი ჯვრის, დანიის წითელი ჯვრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა. აღნიშნული ვარჯიშები ხორციელდება ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული „კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების“ პროექტის, აგრეთვე ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მიერ მხარდაჭერილი „უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბება საქართველში“ პროექტის ფარგლებში.