2018 წლის 16-17 ოქტომბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფებზე რეაგირების გუნდის წევრებმა სომხეთის წითელი ჯვრის კატასტროფებზე რეაგირების გუნდის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საზღვრისპირა სიმულაციურ ვარჯიშში სტეფანავანში, სომხეთში. სიმულაციური ვარჯიში ორგანიზებულია „კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკომისიის მიერ არის თანადაფინანსებული.