14 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) შეურთდა დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ გლობალურ მსვლელობას და 248 ლოკაციაზე ჩაატარა საგანმანათლებლო სესიები და მსვლელობა სლოგანით: „ერთად გადავდგათ ნაბიჯი დიაბეტის დასამარცხებლად“. მსვლელობის დროს სწჯს-ის მოხალისეებმა გაავრცელეს საინფორმაციო მასალა დიაბეტის რისკ-ფაქტორების, პრევენციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. პარალელურად, დღის 2 სთ.-ზე, დაიწყო მსვლელობები სწჯს-ს ოფისებიდან, ყველა ლოკაციაზე. დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა გაზარდა სწჯს-ის ცნობადობა, როგორც ჯანსაღის ცხოვრების წესის პროპაგანდის განმახორციელებლის და აამაღლა საზოგადოების ინტერესი დიაბეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ.