2013 წლიდან დღემდე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) წითელი ჯვრის კომიტეტის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების უზრუნველყოფა”. ეს არის კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამა, რომელიც მოიცავს საქართველოს 4 ქალაქს (თბილისი, ქუთაისი, გორი და სენაკი).

პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემცირება საქართველოში. ამისათვის თითოეულ სამიზნე ქალაქში ჩამოყალიბდა 20 კაციანი კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების მოხალისეთა ჯგუფი, მათ ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები. მოხალისეებს დაურიგდათ საჭირო აღჭურვილობა და მათ შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ პროფესიონალებს სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში, აღმოუჩინონ მოსახლეობას პირველი დახმარება და ფსიქოსოციალურ დახმარება.