კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება), რაც გულისხმობს თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასებას, ცოდნის ამაღლებას კატასტროფების შესახებ თემში მათი შესაძლებლობების გაზრდისა და თემის ეფექტური რეაგირებისათვის საგანგებო/კრიზისული სიტუაციის დროს; რეაგირების გუნდების შექმნას (მათ შორის პირველი დახმარების და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები), სწავლებას, აღჭურვასა და ეკიპირებას; სიმულაციური ვარჯიშების მოწყობას და რეაგირების მექანიზმში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას; მუნიციპალიტეტების რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმების (მათ შორის საოჯახო გეგმის) შემუშავებაში/განახლებაში აქტიურ მონაწილეობას, ხოლო საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას სასურსათო ამანათების, პირადი ჰიგიენისა და პირველადი საჭიროების ნივთების (ლეიბი, საბანი, ლოგინის თეთრეული, საყოფაცხოვრებო ნივთების ნაკრები და ა.შ.) გადაცემით.