• ჩვენ ვეხმარებით თემის მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნაში

 

• ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სტრუქტურებს ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაში

 

• ჩვენ ვეხმარებით თემის მოსახლეობას და ხშირად პირველები ვახდენთ კატასტროფებზე რეაგირებას კარგად მომზადებული და აღჭურვილი მოხალისეების მეშვეობით

• სტიქიური უბედურებების და შეიარაღებული კონფლიქტების დროს ჩვენ ვეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას საკვებით და სხვა სახის ნივთებით

• საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით ჩვენ ვეხმარებით მოსახლეობას შიდსთან და ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციის დაძლევაში

• ჩვენ ვეხმარებით ტუბერკულოზის კონტროლის ეროვნულ პროგრამას წარმატებული მკურნალობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში ამბულატორული პაციენტების მკურნალობაზე დამყოლობის  გაძლიერებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერით  და საინფორმაციო-საგანმანათლeბლო საქმიანობების განხორციელებით; საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით ვახორციელებთ ადვოკატირების, კომუნიკაციის და სოციალური მობილიზაციის საქმიანობებს. 

• ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყანაში სისხლის მარაგის გაზრდას ახალგაზრებს შორის ნებაყოფლობითი, უანგარო სისხლის დონაციის პროპაგანდით

• ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას კატასტროფების, კონფლიქტების, დაავადებების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი სიტუაციების უარყოფითი შედეგების შემცირებაში  პირველი დახმარების სწავლების და სერვისების მიწოდებით

• ჩვენ ვზრუნავთ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე, მათ გაძლიერებაზე და მათი უფლებების დაცვაზე.