საქართველოს წითელი ჯვარი ყოველწლიურად აღნიშნავს ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ტუბერკულოზის, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შესახებ.
მიმდინარე წელსაც ტრადიციულად განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით.
კერძოდ, 13-ვე ფილიალში ჩატარდა საინფორმაციო სესიები ტუბერკულოზის შესახებ. საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის თანამშრომლები და მოხალისეები შეურთდნენ STOP TB-ის კამპანიას “დიახ, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტუბერკულიოზი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების გაზრდას ტუბერკულოზის შესახებ.