510-ის გუნდი უზრუნველყოფს თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაშ თუ გაქვთ კითხვები თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ელ.მისამართზე - support@510.global და სიამოვნებით დაგეხმარებით.
ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ გვიდასტურებთ თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ისე როგორც აღწერილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში.
1. განმარტებები
2. მონაცემთა დაცვის პრინციპები
3. რა უფლებები გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით
4. რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ თქვენს შესახებ
5. როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
6. ვის აქვს წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე
7. როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს
8. ინფორმაცია ქუქიების შესახებ
9. საკონტაქტო ინფორმაცია
პერსონალური მონაცემები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
დამუშავება – ნებისმიერი ოპერაცია ან ოპერაციების ნაკრები, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემებს ან პერსონალურ მონაცემთა ნაკრებს.
მონაცემთა სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომლის პერსონალური მონაცემები მუშავდება.
ბავშვი – 16 წლამდე ფიზიკური პირი.
ჩვენ -
ჩვენ გპირდებით, რომ ვუზრუნველყოფთ მონაცემთა დაცვის შემდეგ პრინციპებს:
მონაცემთა დამუშავება არის კანონიერი, სამართლიანი, გამჭვირვალე აქტი. მონაცემების ჩვენ მიერ გადამამუშავებელ საქმიანობას აქვს კანონიერი საფუძველი. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ თქვენს უფლებებს პერსონალური მონაცემების დამუშავებამდე. მოთხოვნისთანავე მოგაწვდით ინფორმაციას დამუშავების შესახებ.
მონაცემთა დამუშავება ეფუძნება კონკრეტულ მიზანს. მონაცემთა დამუშავების ჩვენი აქტივობები ეფუძნება იმ მიზანს, რისთვისაც შეგროვდა პერსონალური მონაცემები.
ხდება მინიმალური მონაცემების დამუშავება. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პერსონალური მონაცემების მხოლოდ იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ნებისმიერი კონკრეტული მიზნისთვის.
დამუშავება ხდება განსაზღვრული დროის განმავლობაში. ჩვენ არ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ მონაცემების სიზუსტე.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ მონაცემთა მთლიანობა და კონფიდენციალურობა.
1. ინფორმაციის მიღების უფლება – გულისხმობს, რომ თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ მიმდინარეობს თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება; რა მონაცემები გროვდება, საიდან არის მიღებული და რატომ და ვის მიერ არის დამუშავებული.
2. წვდომის უფლება – გულისხმობს, რომ თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ წვდომა თქვენს შესახებ შეგროვებულ მონაცემებზე. ეს მოიცავს თქვენს უფლებას მოითხოვოთ და მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლი.
3. შესწორების უფლება – გულისხმობს, რომ თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება ან წაშლა, რომელიც არის არაზუსტი ან არასრული.
4. წაშლის უფლება – გულისხმობს იმას რომ, გარკვეულ გარემოებებში თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა ჩვენი ჩანაწერებიდან.
5. დამუშავების შეზღუდვის უფლება – გულისხმობს, რომ განსაზღვრულ პირობებში თქვენ გაქვთ უფლება შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.
6. დამუშავებაზე უარის თქმის უფლება – რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, მაგალითად, პირდაპირი მარკეტინგის შემთხვევაში.
7. ავტომატურ დამუშავებაზე უარის თქმის უფლება – ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ ავტომატური დამუშავება, მათ შორის პროფილირება. გაქვთ უფლება უარი თქვათ იმაზე, რომ გადაწყვეტილება არ დაეფუძნოს მხოლოდ ავტომატურ დამუშავებას. ამ უფლების გამოყენება შეგიძლიათ ყოველთვის, როდესაც მიმდინარეობს პროფილირება, რომელსაც აქვს ან შესაძლოა მოახდინოს იურიდიული გავლენა თქვენზე.
8. მონაცემთა პორტაბელურობის უფლება – თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ელექტრონულ ფორმატში ან თუ შესაძლებელია, პირდაპირი გადაცემის სახით ერთი პროცესორიდან მეორეზე.
9. საჩივრის შეტანის უფლება – იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უარს გეტყვით თქვენს მოთხოვნაზე „წვდომის უფლების“ შესახებ, ჩვენ მოგაწვდით შესაბამის მიზეზს ამასთან დაკავშირებით. თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი თქვენი მოთხოვნის განხილვით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
10. საზედამხედველო ორგანოს დახმარების უფლება - ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება ზედამხედველობითი ორგანოს დახმარების გამოყენებაზე და უფლება სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაზე, როგორიცაა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
11. თანხმობის გაუქმების უფლება – თქვენ გაქვთ უფლება გააუქმოთ ნებისმიერი მოცემული თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ შეიძლება იყოს თქვენი ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, პროფესიული გამოცდილება, უნივერსიტეტი და ა.შ. - ძირითადად ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენთან დაკავშირებისთვის ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ერთ- ერთი ფორმის საშუალებით. ჩვენ ვინახავთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენთან დასაკავშირებლად. ეს ინფორმაცია მოიცავს, მაგალითად, თქვენს სახელს და ელფოსტის მისამართს.
ინფორმაცია ავტომატურად გროვდება თქვენს შესახებ მაგალითად, თქვენი IP მისამართი. როდესაც შემოდიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენი აქტივობები შეიძლება ანონიმურად იყოს ჩაწერილი.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ის ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
შევასრულოთ კანონით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
თქვენი თანხმობით ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:დაგიკავშირდეთ ჩვენთან მოხალისედ გასაწევრიანებლად ან შემოგვიერთდეთ როგორც სტუდენტი;
სხვა მიზნებისთვის ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას შემდეგი მიზნებისთვის:
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კანონიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად ან/და, რათა გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები კანონით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოვახდინოთ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ანონიმიზაცია და გამოვიყენოთ ნებისმიერი ასეთი მონაცემი. ჩვენ გამოვიყენებთ მონაცემებს ამ პოლიტიკის ფარგლებს გარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ანონიმურია.
ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამატებითი მიზნებისთვის, რომლებიც აქ არ არის ნახსენები, მაგრამ ისინი თანხვედრაში მოდისფ თავდაპირველ მიზნებთან, რისთვისაც შეგროვდა მონაცემები. ამისათვის ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ:
პერსონალური მონაცემების მიზნებს, კონტექსტსა და ბუნებას შორის კავშირი შესაფერისი იყოს შემდგომი მონაცემთა დამუშავებისთვის;
მონაცემთა შემდგომმა დამუშავებამ არ დააზარალოს თქვენი ინტერესები და
არსებობდეს შესაბამისი დაცვა მონაცემთა დამუშავებისთვის.
ჩვენ შეგატყობინებთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებისა და მიზნების შესახებ.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს. ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხო პროტოკოლებს კომუნიკაციისა და მონაცემთა გადაცემისთვის (როგორიცაა HTTPS). ჩვენ ვიყენებთ ანონიმიზაციას და ფსევდონიმიზაციას საჭიროებისამებრ. ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი სისტემების მონიტორინგს შესაძლო დაუცველობისა და თავდასხმების თავიდან ასარიდებლად.
მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ინფორმაციის უსაფრთხოების გარანტია არ შეგვიძლია მოგცეთ. თუმცა, ჩვენ გპირდებით, რომ შეგატყობინებთ შესაბამის ორგანოებს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შესახებ. ჩვენ ასევე შეგატყობინებთ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ემუქრება თქვენს უფლებებს ან ინტერესებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა თავიდან ავიცილოთ უსაფრთხოების დარღვევა და დავეხმაროთ ხელისუფლებას ნებისმიერი დარღვევის აღმოფხვრაში.
თუ თქვენ გაქვთ აქტიური ანგარიში ჩვენთან, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.
ჩვენ არ ვაგროვებთ ინფორმაციას ბავშვებისგან, რადგან ბავშვები არ არის ჩვენი სერვისის სამიზნე დემოგრაფიული ჯგუფი.
ქუქი არის პატარა ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს კომპიუტერში. ქუქი- ფაილები ინახავს ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდების მუშაობის გასაუმჯობესებლად. მხოლოდ ჩვენ გვაქვს წვდომა ჩვენი ვებსაიტის მიერ შექმნილ ქუქი-ფაილებებზე. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ქუქიები ბრაუზერის დონეზე. ქუქიების გამორთვის არჩევამ შეიძლება შეაფერხოს გარკვეული ფუნქციები.
აუცილებელი ქუქი-ფაილებია საჭირო იმისათვის, რომ შეძლოთ ჩვენს ვებსაიტზე ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის გამოყენება, როგორიცაა შესვლა. ეს ქუქიები არ აგროვებს თქვენს პირად ინფორმაციას.
აუცილებელი ქუქი-ფაილებია საჭირო იმისათვის, რომ შეძლოთ ჩვენს ვებსაიტზე ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის გამოყენება, როგორიცაა შესვლა. ეს ქუქიები არ აგროვებს თქვენს პირად ინფორმაციას.
თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენს კომპიუტერში შენახული ქუქი-ფაილები თქვენი ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით. ალტერნატიულად, შეგიძლიათ აკონტროლოთ მესამე მხარის ქუქიები კონფიდენციალურობის გაუმჯობესების პლატფორმის გამოყენებით, როგორიცაა optout.aboutads.info ან youronlinechoices.com. ქუქიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს allaboutcookies.org.
ჩვენ ვიყენებთ Matomo-ს თვით-ჰოსტინგ ვერსიას ჩვენს ვებსაიტზე ტრაფიკის გასაზომად. ვიზიტორთა მეთვალყურეობა სრულიად ანონიმურია Matomo-ს მეშვეობით. დეტალური ინფორმაციისთვის ამასთან დაკავშირებით იხილეთ Matomo EU GDPR გვერდი.
Het Nederlandse Rode Kruis
კონფიდენციალურობის ოფიცერი
საფოსტო ინდექსი 28120
2502 KC ჰააგა
ან დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: privacyofficer@redcross.nl
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ ცვლილება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
ბოლო მოდიფიკაცია განხორციელდა: 2023-10-26.