ქართული GEO
ტრენინგები
პირველი დახმარების ბაზისური ტრენინგი
ტრენინგი განკუთვნილია წითელი ჯვრის თანამშრომლების, მოხალისეების და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ტრანინგის მიზანია მონაწილემ შეიძინოს პირველი დახმარების თეორიული ცოდნა, გამოიმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შეძლოს დროული, უსაფრთხო და ეფექტიანი პირველი დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში. რეგისტრაცია
პირველი დახმარების ტრენერთა ტრენინგი
ტრენინგი განკუთვნილია სწჯს თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის. ტრენინგის მიზანია სწჯს მოქმედი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი ტრენერების მომზადება.
მინიმალური სტანდარტები სახლში დამხმარეებისა და მოხალისეებისათვის
ტრენინგი განკუთვნილია შინმოვლის პროგრამის თანამშრომლებისა და ბინაზე მოვლის მოხალისეებისათვის,. ტრენინგის მიზანია მოქმედი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი კადრების მომზადება
ტრენინგი "ჯანმრთელი დაბერება"
ტრენინგი განკუთვნილია სწჯს დღის სოციალური ცენტრის ხანდაზმულებისა და მოხალისეებისათვის . ტრენინგის მიზანია ცოდნისა მიღება და გამოყენება ჯანსაღი კვებისა და აქტიური დაბერების მიმართულებით
ტრენინგი "ეპიდ. მზაობა და თემზე დაფუძნებული ზედამხედველობა"
ტრენინგი განკუთვნილია სწჯს მოხალისეებისთვის და თანამშრომლებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს საბაზისო ცოდნის გაზიარებას თემის დონეზე ეპიდემიების მართვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით.
ტრენინგი "ეგეგმიური იმუნიზაცია და ვაქცინებით პრევენცირებადი დაავადებები"
ტრენინგი განკუთვნილია სწჯს მოხალისეებისთვის და თანამშრომლებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს ცნობიერების დონის ამაღლებას გეგმიური იმუნიზაციის მნიშვნელობისა და ვაქცინებით პრევენცირებადი დაავადებების კუთხით.
ტრენინგი " WASH - წყალი, სანიტარია და ჰიგიენა"
ტრენინგი განკუთვნილია სწჯს თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს საბაზისო ინფორმაციის გაზიარებას: წყლისმიერ დაავადებებზე, წყლის მექანიკურ ფილტრაციაზე და მეთოდებზე კატასროფების დროს, და სუფთა წყლის მნიშვნელობაზე.
ტრენინგი "დიაბეტის მართვა, პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესი"
ტრენინგი განკუთვნილია სწჯს თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს საბაზისო ინფორმაციის გაზიარებას: დიაბეტის მართვის, სიმპტომების, პრევენციის მეთოდებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
ტრენინგი "აივ/შიდსი, B და C ჰეპატიტები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები"
ტრენინგი განკუთვნილია სწჯს თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს საბაზისო ინფორმაციის გაზიარებას: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომების, მართვისა და პრევენციის შესახებ.
სერვისები
პირველი დახმარების გუნდის დასწრება სხვადასხვა ღონისძიებებზე
პირველი დახმარების აღმოჩენა ადგილზე შეკრებილი ადამიანებისთვის სასწრაფო დახმარების მოსვლამდე
თემზე დაფუძნებული ბინაზე მოვლის სერვისი
საკონტაქტო ვიზიტები, რეცხვის სერვისი, საკვები პროდუქტების და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენა და მიტანა, ცხელი სადილის მიტანა , დახმარება საშემოდგომო და ზამთრის სამუშაოებში, კომუნალური გადასახადების გადახდა, თანხლება ინსტიტუციებში, ინფორმაციების რეგულარული მიწოდება ვაქცინაციის, შეღავათებისა და დახმარებების შესახებ, შინმოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულებთან .
დღის სოციალურ ცენტრზე დაფუძნებული სერვისები
რეცხვის სერვისი, სასწავლო სესიები და ტრენინგები ჯანმრთელი დაბერების შესახებ, ხელთნაკეთი ნივთების დამზადების სწავლება და რეალიზაცია, სოციალურ ღონისძიებებში ჩართვა, ექსკურსიები, გაცვლითი ვიზიტები და დახმარება იურიდიული და სოციალური საკითხების მოგვარებაში დღის ცენტრის ხანდაზმულებისათვის
ფულადი და ვაუჩერული დახმარება
უკრაინის ომის კრიზისით დაზარალებულ უკრაინელ ხანდაზმულებს, გადაეცათ ორას ლარიანი სააფთიაქო ვაუჩერები.
შინმოვლა
შინმოვლა არის სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომელთაც ფიზიოლოგიური მდგომარეობის ან ფიზიკური, თუ ფსიქიკური პათოლოგიების გამო შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი დროებით ან ხანგრძლივად და საჭიროებენ ზრუნვას. შინმოვლა მოიცავს: კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას (საექიმო, საექთნო და ექთნის თანაშემწის მომსახურება), რომელიც არ განეკუთვნება სტაციონარული მკურნალობის კომპეტენციას; კლიენტის ხელშეწყობას ყოველდღიურ აქტივობასა (გადაადგილება, პირადი ჰიგიენის დაცვა) და ინსტრუმენტების გამოყენებაში (ნივთების და ხელსაწყოების გამოყენება); კლიენტის და მისი გარემოცვის ფსიქო-სოციალურ დახმარებას და კლიენტისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის რეკომენდაციების მიწოდებას; ბენეფიციარისა და მისი გარემოცვის რესურსებისა და უნარების გამოვლენას და მათ განვითარებაში დახმარებას. კლიენტს ემსახურება: ექიმი, ექთანი, ექთნის თანაშემწე, სოციალური მუშაკი, ოჯახის დამხმარე, ტექნიკური დამხმარე. საამედიცინო მოვლა-ექიმის და ექთნის ვიზიტები ბინაზე (ჭრილობის/ნაწოლების დამუშავება, ინექცია, სტომის/კათეტერის მოვლა,რეაბილიტაცია,პრევენცია. პერსონალური მოვლა- სრული/ნაწილობრივი დაბანა, პამპერსის გამოცვლა, უშუალოდ კლიენტის ოთახის და პირადი ნივთივების დასუფთავება,საკვების მიწოდება. სოციალური მოვლა- შუამავლობა სახელმწიფო დაწესებულებებთან.მედიკამენტებით უზრუნველყოფა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაადგილება/გაცილება საავადმყოფოში, ბანკში და ა.შ. პერსონალის ვიზიტების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად, საჭიროებიდან გამომდინარე. ვიზიტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროცედურაზე. სერვისი მიეწოდებათ სოციალურად დაუცველ პირებს უფასოდ, რეგისტაცია ხდება მუნიციპალიტეტის მეშვეობით. სოციალურად დაუცველი სტატუს არმქონე პირებისთვის პაკეტის ღირებულებაა თვეში 450 ლარი.
Who Cares
ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალური დახმარებაზე პანდემიებისა და კონფლიქტების დროს.
აივ/შიდსის ადრეული გამოვლენის და მკურნალობსი მხარდაჭერა უკრაინის კრიზისით დაზარალებული უკრაინელებისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის
მოსარგებლეების მომსახურება ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის პროექტის ფარგლებში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით შიდსის ცენტრის ბაზაზე. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ თბილისში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს მის: ალ. ყაზბეგის გამზირი #16