საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი იმ მოხალისეებისა და თანამშრომლებისათვის, რომლებიც იმუშავებენ და ფასილიტაციას გაუწევენ ბავშვებზე მორგებულ მეგობრულ სივრცეებს.
მთავარი მიზანი უკრაინელი ბავშების ინტეგრაცია და სტრესის მართვა იქნება.
ტრენინგი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ბავშვთა მეგობრული სივრცეები არის უსაფრთხო ადგილები, რომლებიც
შექმნილია ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად, სადაც მათ შეუძლიათ
თამაში, სწავლა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვა.