ქართული GEO
ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში

2023 წლის მარტში, ქ. თბილისში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (AuRC), და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტ - „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში’’ ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.


შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პროექტში აქტიურად ჩართული 12 ფილიალის წარმომადგენლი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა: მიღებული, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და ამის საფუძველზე, თითოეულ ფილიალზე მორგებული, ეფექტური სამოქმედო გეგმების შემუშავებას.