აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთშორისო ფედერაციის მხარდაჭერით.
ბანაკი მიზნად ისახავდა უკრაინელი ბავშვებისა და მშობლებისათვის ფსიქოსოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობას, მათთვის მხიარული გარემოს შექმნასა და ქართული კულტურის გაცნობას.
ბანაკი დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სავარჯიშოებით, თამაშებითა და ექსკურსიებით ბავშვებისა და მშობლებისათვის.
უკრაინელმა ბავშვებმა და მშობლებმა დადებითი ემოციებით დატვირთულებმა დატოვეს საქართველო და დიდი სურვილი გამოთქვეს, კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ინიციატივებში.
საქართველოს წითელი ჯვარი ასევე მადლობას უხდის კომპანია Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი -ს საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების და მათი მშობლების უსაფრთხო გადაადგილებისათვის.