საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველი დახმარების ბაზისურმა ტრენინგმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო ატესტაციის პროცესი და კიდევ 5 წლით მიენიჭა პირველი დახმარების გლობალური საგანმანათლებლო ცენტრის სერთიფიკატი.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 2005 წლიდან ატარებს პირველი დახმარების ტრენინგებს. ტრენინგ პროგრამა შეესაბამება, როგორც ეროვნულ ისე ევროპის სტანდარტებს. 2014 წლიდან პირველი დახმარების ბაზისური კურისის პროგრამა აკრედიტირებულია პირველი დახმარების ევროპის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ და 5 წელიწადში ერთხელ გადის შეფასებას. 2025 წლის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა პირველი დახმარების გლობალური საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელი, ბატონი მარკუს ოსტი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა წითელი ჯვრის საზოგადოების პირველი დახმარების ტრენინგის ადგილზე შეფასება. შეფასების საფუძველზე საქართველოს წითელი ჯვრის ბაზისური ტრენინგ-პროგრამამ კვლაავ წარმატებით გაიარა ატესტაციის პრპროცესი და მიიღო უფლება, გაცემულ სერთიფიკატზე განათავსოს საგანმანათლებლო ცენტრის ლოგო, იმის დასტურად, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სასწავლო პროგრამა შეესაბამება უახლეს სტანდარტებს და გაიდლაინებს.
საქართველოს წითელი ჯვრის პირველი დახმარების კვალიფიციურ ტრენერთა გუნდი აგრძელებს საქმიანობას თბილისსა და რეგიონებში ქვეყნის მასშტაბით.
პირველი დახმარების ტრენინგებით დაინტერესების შემთხვევაში:
· დარეკეთ 032 2 501 105 - ცხელი ხაზი
· ეწვიეთ ვებ გვერდს: www.redcross.ge
· მიაკითხეთ სწჯს ოფისებს თბილისსა და რეგიონებში