გვჯერა, რომ შობა თანაგრძნობის, სიკეთისა და ადამიანური სითბოს გაზიარების დროა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წელსაც არ უღალატებს ტრადიციას, გარშემო შემოიკრებს გულკეთილ ადამიანებს და მათი დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით, 521 სოციალურად დაუცველ, მარტოხელა ხანდაზმულს - საყვარელ ბებიებსა და ბაბუებს - შობის დღესასწაულს გაუხალისებს.
ეს ადამიანები საქართველოს წითელი ჯვრის შინმოვლის პროგრამაში ჩართული ხანდაზმულები არიან, რომლებიც დღეებს მარტოობაში, ოჯახის მხარდაჭერისა და ძირითადი საჭიროებების გარეშე ატარებენ.
ჩვენ კი ერთად შეგვიძლია ისინი გავახაროთ, გავათბოთ და დავარწმუნოთ, რომ მარტონი სულაც არ არიან.
თუკი გსურთ, ამ საშობაო სასწაულში თქვენც მიიღოთ მონაწილეობა, შემოგვიერთდით!
დონაციის ჩამონათვალში მოინახულეთ ჩვენი საშობაო კამპანიის ბმული.
თქვენი მხარდაჭერით, მარტოხელა ხანდაზმულები მიიღებენ შობის განსაკუთრებულ საჩუქრებს; საკვებსა და ზამთრისთვის აუცილებელ ნივთებს.
არ აქვს მნიშვნელობა შემოწირულობის ოდენობას. უბრალოდ, შემოგვიერთდი და თუნდაც ერთი მარტოხელა მოხუცისთვის მოახდინე შობის ნამდვილი სასწაული!