დედას ჩვენს ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი უკავია. ის უპირობო სიყვარულისა და ზრუნვის სიმბოლოა. დედობა საუცხოო „პროფესიაა“, რომელიც ყოველდღიურ ძალისხმევას, პასუხისმგებლობასა და უწყვეტ მზრუნველობას მოითხოვს.
დედობის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება გამოწვევას წარმოადგენს. დედებს ხშირად უწევთ საკუთარი ელემენტარული საჭიროებების დათმობა ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ასეთ რეალობაში, საზოგადოების სოლიდარობა და მხარდაჭერა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
საქართველოში ყოველწლიურად 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 3 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დაიწყო საქველმოქმედო კამპანიას ,,დედის გულისთვის”, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი დედების მხარდაჭერა. კამპანიის ფარგლებში დედებს შესაძლებლობა ექნებათ უსასყიდლოდ მიიღონ პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური დახმარების ტრენინგები. საჭიროებისამებრ ჩაუტარდეთ ადვოკატირება და ასევე ისარგებლონ წითელი ჯვრის მობილური სამედიცინო კაბინეტით.
კამპანიის დასრულებისამებრ დედები მიიღებენ სასურსათო და საყოფაცხოვრებო ამანათებს.
თქვენს მიერ გაღებული:
20 ლარი - უზრუნველყოფს დედის ყოველდღიურ პირად ჰიგიენურ საშუალებას
50 ლარი - უზრუნველყოფს დედის პირად ჰიგიენურ და საყოფაცხოვრებო საშუალებებს
100 ლარი - უზრუნველყოფს დედის პირად ჰიგიენურ, საყოფაცხოვრებო საშუალებებს და საკვებ პროდუქტებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, თავისი ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე თითოეულ მოქალაქეს. ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქველმოქმედო კამპანიაში.
დონაციის განსახორციელებლად ეწვიეთ ბმულს https://bit.ly/4rMGFmu
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის ყველა ადამიანსა თუ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დედის დღის საქველმოქმედო კამპანიაში. გაახარე დედა, ჩაერთე დედის დღის კამპანიაში ,,დედის გულისთვის”!